საზოგადოება

წასული მეომრებიც და ისინიც, ვინც დარჩა, იდგებიან თავიანთ ტკივილთან და საჭურველთან ერთად ფარად, რათა იცოცხლოს საქართველომ და ცხოვრება გაგრძელდეს – ჯამბულათ ხოფერიას მამა

“მეომრის გზა რთულია, მაგრამ ეს არჩევანია.. მთელი ცხოვრება იყო მეომარი, ეს ორმაგად რთულია, იმიტომ, რომ შენ გიფარავს ღმერთის ხელი, ხოლო შენი თანამებრძოლები მიჰყავს. გემატება ტკივილი, რომელიც საჭურველთან ერთად უნდა ატარო, მაგრამ ყველა მეომარმა იცის, რომ ცხოვრება გრძელდება. ზუსტად ამისთვის იღუპებიან ისინი და ამიტომ:

ნაძვის ხეც უნდა დაიდგას, რამეთუ ბავშვებს ძალიან უყვართ ის და ჩვენი მომავალი ბავშვებია, საიდანაც უნდა მოვიდეს ჩვენი ცვლა…

ქალაქიც განათებული უნდა იყოს, ხალხიც უნდა ზეიმობდეს, ვისაც ეზეიმება – რატომ ? იმიტომ, რომ მწუხრი და სიხარული გვერდიგვერდ არიან და იზეიმონ ადამიანებმა, იმედი არ დაკარგონ…

თბილისი კი დედაქალაქია, დედა ქალაქი და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობს ქალაქად…

იცოდეთ, წასული მეომრებიც და ისინიც, ვინც დარჩა, იდგებიან თავიანთ ტკივილთან და საჭურველთან ერთად ფარად, რათა იცოცხლოს საქართველომ და ცხოვრება გაგრძელდეს…” – წერს უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close