საზოგადოება

ნაჯახით მუშაობამ ბევრი შეცდომა დააშვებინათ საქმის გაყალბებისა და ჩადების პროცესში, რასაც ჩვენ პროცესებზე გამოვააშკარავებთ მიუხედავად წინასწარ დაწერილი განაჩენისა – გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ თავის სასამართლო პროცესებს დაესწრება.

საქმეზე სასამართლო დღეს 7 დეკემბერს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.

“7 დეკემბერს არის ჩემი “სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა.  რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ რაიმე ფორმით კანონის დარღვევას.

ბუნებრივია, ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს.

ჩემი სამაგალითოდ დასჯა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, მაგრამ ნაჯახით მუშაობამ ბევრი შეცდომა დააშვებინათ საქმის გაყალბებისა და ჩადების პროცესში, რასაც ჩვენ პროცესებზე გამოვააშკარავებთ მიუხედავად წინასწარ დაწერილი განაჩენისა. ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ სისხლიანი ცხრა წლის ხსენებით ახერხებენ მაშინ, როდესაც ამ რეჟიმის დროინდელი ყველა ბინძური ზონდერი, ჩამდები და გამყალბებელი ოცნებაში გადაბარგდა, რაც კარგად ეხერხებათ ისევ იმას აკეთებენ, ახლა ლურჯად შეიღებნენ. შევხვდებით მალე, ვნახოთ რა გამოვა” – ამბობს გოგაშვილი.

გოგაშვილი დაკავების შემდეგ სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს აცხადებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close