საზოგადოება

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლისა და კორპუსების ეზოში გაჩერებული ავტომობილები.

სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება გართულებულია. მოქალაქეებს დატბორილი ქუჩების გავლა ფეხით უწევთ.

ბათუმის მერიისა და ”ბათუმის წყლის” ცხელ ხაზზე ათობით შეტყობინება შევიდა.

დღეს, 22 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

წყარო: ajaratv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close