Sliderსაზოგადოება

ძლევაჲ საკვირველი – 901

დიდგორის ბრძოლიდან 901 წელი გავიდა.

დიდგორის ბრძოლა, ძლევაჲ საკვირველი (1121 წლის 12 აგვისტო) — ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან).

გოტიეს (XII საუკუნის მოღვაწე, ანტიოქიის სამთავროს კანცლერი, ჯვაროსნული ომების მონაწილე. ავტორი ქრონიკისა „ანტიოქიის ომები“ (Bელლა Aნტიოცჰენა), რომელშიც გადმოცემულია ანტიოქიის სამთავროს ისტორია 1119-1126 წლებში. საინტერესოდ მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მეთაურობით დიდგორის ბრძოლაში (1121 წლის 12 აგვისტო) ქართველთა გამარჯვებას. მხოლოდ მის თხზულებაშია შემონახული იმ მოწოდების ტექსტი, რომლითაც დავით IV-მ ბრძოლის დაწყების წინ მიმართა თავის მოლაშქრეებს) მოწმობით, დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მოწოდების სიტყვით მიმართა თავის ლაშქარს. მას თვით ამ სიტყვის ტექსტიც აქვს მოტანილი თავის ქრონიკებში. ამ ფაქტის რეალურობის შემოწმება შეუძლებელია, თუმცა ბევრ მკვლევარს გოტიეს ამ ცნობის სისწორეში ეჭვი არ ეპარება, ხოლო ზოგიერთ მათგანს დავითის ამ სიტყვის გოტიესეული ტექსტი ქართული მჭერმეტყველების ნიმუშების კრებულშიც კი აქვს შეტანილი.

„ ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ”.

დიდგორობა ყოველწლიურად აღინიშნება.

ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან. დღეობაზე მოდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგიერთი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი. მოსულთა შორის იყვნენ ხელოსნები და ვაჭრები, რომლებიც ჩამოტანილი საქონლით ვაჭრობდნენ. დიდგორის მთის ძირში „მისალოცავში“ საკულტო წესები სრულდებოდა. აქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას. დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული. აქ შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს „მოვიდა გორაზე“ (ასე ეწოდებოდა მცირე გორას) ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი. ქართლის გარდა დიდგორობა ხევსურეთშიც იცოდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close