პოლიტიკა

არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს – კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებების რევოლუციური სცენარებით შეცვლის დრო დასრულებულია და ყველა, ვინც ქვეყანაში არეულობის შემოტანას კანონსაწინააღმდეგო გზით ეცდება, კანონის შესაბამისად დაისჯება.

„ეს ყველაფერი [ხელისუფლების შეცვლა] არჩევნების გზით მოხდება. სხვა საკითხებს რაც შეეხება – თუ ვიღაც რაიმეს არაკანონიერი, არაკონსტიტუციური გზით დააპირებს, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს, კანონის ფარგლებში. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს“, – აცხადებს კახა კალაძე.

ქართული ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის პარალიზებისთვის ემზადება და კანონის ჩარჩოებიდან გასვლასაც აანონსებენ. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, რადიკალები რევოლუციურ სცენარებს ამუშავებენ. მმართველ გუნდში რევოლუციაზე მეოცნებეებს ურჩევენ, რეალობას დაუბრუნდნენ და 2024 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close