მსოფლიო

ძალიან დავიღალე და შევწუხდი, არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ – ბაიდენი ტეხასის სკოლაში მომხდარის შესახებ

ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა ვიმოქმედოთ

ბავშვის დაკარგვა იგივეა, თითქოს სულის ნაჭერი ამოგლეჯული გაქვს. როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი  ტეხასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც 13 მოსწავლე დაშავდა, ერთი მასწავლებელი და 14 მოსწავლე დაიღუპა.

„ლამაზი, უდანაშაულო, მეორე, მესამე, მეოთხე კლასელი და რამდენი პატარა ბავშვი, ვინც მომხდარის მომსწრეა, ხედავს, რომ მათი მეგობრები კვდებიან, თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან. ძალიან დავიღალე და შევწუხდი. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა ვიმოქმედოთ,“- აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close