საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდრიშვილი აირჩიეს

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე დღეს გაიმართა. გიორგი კალანდრიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ აირჩიეს. ცესკო-ს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

იმის გამო, რომ კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყარა კენჭი, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ექვსი თვის შემდეგ კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close