პოლიტიკა

გიორგი გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საბჭომ სხდომაზე მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „საქართველოსთვის” მონაწილეობას მიიღებს. დღეს, პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პოლიტიკურ საბჭოს, შემადგენლობის ორი წევრით გაზრდა შესთავაზა.

სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია „საქართველოსთვის” კონფერენცია გაიმართება არჩევნების შემდეგ, სადაც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებად აჭარის რეგიონის წარმომადგენლების, ირაკლი მიქელაძისა და კახა ცეცხლაძის არჩევა მოხდება.

ამასთან, პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ პოლიტიკური საბჭოს წევრებს მისი მოადგილეები გიორგი ხოჯევანიშვილი და ნათია მეზვრიშვილი წარუდგინა. ასევე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ბერდია სიჭინავას, პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე კახაბერ ქემოკლიძის და პარტიის ახალგაზრდული მდივნის თანამდებობაზე საბა ჯიქიძის დანიშვნის შესახებ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close