პოლიტიკა

ცაგერის მერობის კანდიდატი მისი ავტომობილის დაცხრილვის უკან ხელისუფლების ინტერესს ხედავს

ცაგერის მერობის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი მისი ავტომობილის დაცხრილვის უკან ხელისუფლებისა და სუს-ის ინტერესს ხედავს.

ბენდელიანი მედიასთან ამბობს, რომ მომხდარი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.

პირდაპირ ვამბობ – მომხდარს ვუკავშირებ სუსს. ეს უწყება იმის ნაცვლად რომ ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდეს, ესენი ცაგერის მოსახლეობას, განსაკუთრებით პედაგოგებს , საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, მოსახლეობის ნაწილს აშინებენ და ეუბნებიან შემოხაზონ 41. 

ერთადერთი, რასაც ამ ფაქტს ვუკაშირებ არის ჩემი პოლიტიკური აქტივობა. მინდა, ვუთხრა ბატონ ღარიბაშვილს, ძალიან კარგად მიცნობს ის მე. 2 ოქტომბერს ლეჩხუმიდან, ცაგერიდან დაიწყება ამ მავნებლური ორგანიზაციის, ოცნების დემონტაჟი”- აცხადებს მერობის კანდიდატი. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close