სხვადასხვა

ჩინეთის ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი გაიხსნა

გვირაბის მშენებლობა ბიუჯეტს 9,9 მილიარდი იუანი (1,56 მილიარდი დოლარი) დაუჯდა

4-წლიანი მშენებლობის შემდეგ ჩინეთის ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი გაიხსნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

10,79 კილომეტრის სიგრძის ტაიჰუს გვირაბი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ძიანსუს პროვინციაში, ქალაქ შანხაიდან 50 კილომეტრში, ტაიჰუს ტბის ქვეშ მდებარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გვირაბის მშენებლობა ბიუჯეტს 9,9 მილიარდი იუანი (1,56 მილიარდი დოლარი) დაუჯდა, მშენებლობა კი 2018 წლის იანვარში დაიწყო.

გვირაბის მშენებლობისას 2 მილიონზე მეტი კუბური მეტრი ბეტონი იყო გამოყენებული. გვირაბის სიგანე 17,45 მეტრია და მას მოძრაობის 6 ზოლი აქვს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close