მსოფლიო

„ჩვენ ვთვლით, რომ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს“ – რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაშია

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაშია, ერთ-ერთი ვერსიით, იგი მოწამლულია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავში გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაჯდა.

ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმაშის​ ინფორმაციით, პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. იარმაში და ნავალნის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ის ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა მიღებული.

„ჩვენ ვთვლით, რომ ალექსი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს, რადგან მას დილით მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული. ექიმები ამბობენ, რომ ტოქსინები ცხელ სითხეში სწრაფად შეიწოვება. ალექსეი ახლა უგონო მდგომარეობაშია“,- განაცხადა პრესმდივანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნიმ ჩაი ფრენამდე, ტომსკის ერთ-ერთ კაფეში ჩაი დალია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close