საზოგადოება

ჩვენ, დაზარალებულებს, 10 წელია ლექციებს გვიკითხავენ, როგორი კრიმინალები იყვნენ და არიან ნაცები და კეზერაშვილი – მაია ელოშვილი

ასეა ხელისუფლების საქმე. ყოველდღე რომ აკეთებთ განცხადებებს, როგორ მოიპარა კეზერაშვილმა ჯარის ფული, რამდენი დანაშაული ჩაიდინეს ნაცებმა, როგორ ემსახურებიან სხვა ქვეყნების ინტერესებს ფულის სანაცვლოდ და როგორ მტრობენ საქართველოს, ანბანის მიხედვით ვიცით ჩვენ მათი ნამოქმედარის შესახებ. საკუთარ თავზე გამოვცადეთ კრიმინალური რეჟიმის მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული და მაშინ ვიბრძოდით მათ წინააღმდეგ, სანამ თქვენ თბილად იყავით ზოგი სასწავლებლად, ზოგიც სახლებში და ჩვენ რას გვიყვებით?

მაია ელოშვილი:

“ერთხელ, ცხონებულმა ზუზუ ბეჟაშვილმა გვიამბო, როგორ აწერინებდა დედამისი საცივის რეცეპტს ყველას, თავად კი არასდროს ამზადებდა. იუმორმოჭარბებულმა ზუზუმ რეცეპტის მორიგ ჯერზე კარნახის დროს, შესძახა: ჰოდა, გავაკეთოთ დედა, გავაკეთოთ! მოვკვდი ერბოკვერცხის ჭამითო.

ასეა ხელისუფლების საქმეც. ყოველდღე რომ აკეთებთ განცხადებებს, როგორ მოიპარა კეზერაშვილმა ჯარის ფული, რამდენი დანაშაული ჩაიდინეს ნაცებმა, როგორ ემსახურებიან სხვა ქვეყნების ინტერესებს ფულის სანაცვლოდ და როგორ მტრობენ საქართველოს, ანბანის მიხედვით ვიცით ჩვენ მათი ნამოქმედარის შესახებ. საკუთარ თავზე გამოვცადეთ კრიმინალური რეჟიმის მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული და მაშინ ვიბრძოდით მათ წინააღმდეგ, სანამ თქვენ თბილად იყავით ზოგი სასწავლებლად, ზოგიც სახლებში და ჩვენ რას გვიყვებით?
იმოქმედეთ. აკრძალეთ უცხო ქვეყნის და ორგანიზაციების მიერ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და სხვა სახელმწიფოების აგენტურის გამოკვება ქვეყნის წინააღმდეგ; ამხილეთ სხვა ქვეყანაზე მომუშავე ჯაშუშები, აუკრძალეთ მათ საჯარო საქმიანობა, მიუჯინეთ კეზერაშვილი გვერდით მის იდეურ მამას და ყველას, ვინც მოიპარა და მიითვისა სხვისი ქონება, დაუყადაღეთ და ჩამოართვით. დაზარალებულ მოსახლეობას კი, დაუბრუნეთ მათთვის უკანონოდ ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი საკუთრება და აუნაზღაურეთ მიყენებული ზიანი. ეს არის საქმე და არა ცარიელი განცხადებების კეთება იმათი მხრიდან, ვისაც არ შეხებია სააკაშვილის არაადამიანური რეჟიმი და ჩვენ, დაზარალებულებს, 10 წელია ლექციებს გვიკითხავენ, როგორი კრიმინალები იყვნენ და არიან ნაცები.
“საქმე, ლაპარაკის ნაცვლად!” აღარ შეგვიძლია მხოლოდ განცხადებების მოსმენა და მოთმენა.
გავიდა ცხოვრება! დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ!”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close