მსოფლიო

სვეტლანა ციხანოვსკაია – ლუკაშენკო წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს

ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია, ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს, – ამის შესახებ ბელარუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ განაცხადა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აცხადებს სვეტლანა ციხანოვსკაია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close