პოლიტიკასაზოგადოება

ჩვენ გვაქვს რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი რჩებიან უმრავლესობაში. ასე რომ არ იყოს, „ქართული ოცნება“ დაკარგავს უმრავლესობას და ჩვენ რეალურად გვექნება პრობლემები – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით წარდგენის დროს, „ხალხის ძალის“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები, განცხადებების გაკეთებისას, საკუთარ კონსტიტუციურ, სიტყვისა და გამოხატვის უფლებას იყენებენ. პრემიერმა მოძრაობის წევრებს წარმატება უსურვა.

„ჩვენი უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატი გავიდა, დატოვა პარტია. ეს მათი არჩევანია. ჩვენ მანამდეც გვქონდა საუბარი პარტიის შიგნით. ამაზე, რა თქმა უნდა, ღიად არ დავიწყებ საუბარს, ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენი გზები, რომ იტყვიან, გაიმიჯნა. თვითონ ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა, გადაწყვიტეს, რომ შექმნან დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც, ალბათ. არაერთხელ ვთქვით მკაფიოდ, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული. ჩვენ გვაქვს რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი რჩებიან უმრავლესობაში. ასე რომ არ იყოს, „ქართული ოცნება“ დაკარგავს უმრავლესობას და ჩვენ რეალურად გვექნება პრობლემები, მივიღოთ კანონები.

მეორე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება და, ასე ვთქვათ, მონაპოვარი პირველი ოქტომბრის არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების, სიტყვის, აზრის გამოხატვის უფლება, ეს უფლება დავუბრუნეთ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს. და მით უმეტეს როგორ შეიძლება, დეპუტატებს შეუზღუდოს ვინმემ ეს კონსტიტუციური უფლება? ეს მათი არჩევანია და მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით, არცერთი სხვა მოძრაობის საქმეში არ ვერევით და ამის შესახებ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close