საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის ნაწილი გაუცნობიერებელი მოღალატეა, ანუ იმდენად უვიცია, რომ საკუთარ მოღალატეობას ვერც აცნობიერებს – გიორგი არველაძე

“საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი მოღალატეებისაგან” – ამის შესახებ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი არველაძე წერს.

მანვე აღნიშნა ისიც, რომ ჯამში ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე. ეს დიდი ეროვნული ტრაგედიაა.

“ერთ მეცნიერულ ჭეშმარიტებას გაგიმხელთ, მაგრამ არ გეწყინოთ.
მრავალწლიანი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზის შედეგების საფუძველზე, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება: ა) გაცნობიერებული მოღალატეებისაგან; ბ) გაუცნობიერებელი მოღალატეებისგან, ანუ იმდენად უვიცებისგან, რომ საკუთარ მოღალატეობას ვერც აცნობიერებენ.

ჯამში ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე. ეს დიდი ეროვნული ტრაგედიაა.

და ამაზე არავინ ლაპარაკობს,” – წერს საკუთარ გვერდზე გიორგი არველაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close