Sliderრეგიონები

ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ და მივედით დასკვნამდე – აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება – ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს

იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით - ბჟანია

“მე გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მრა­ვა­ლი წე­ლია, პო­ლი­ტი­კა­ში ვარ. ვი­სა­უბ­როთ, ვი­ფიქ­როთ რო­გორ ვი­ცხოვ­როთ. მთა­ვა­რი ის არის, რომ აქ ხალ­ხი ღირ­სე­უ­ლად ცხოვ­რობ­დეს, რად­გან ეს სა­მო­თხეა
დე­და­მი­წა­ზე. საბ­ჭო­თა დრო­ი­დან მახ­სოვს, როცა აქ ვი­ყა­ვი. ამი­ტომ, ჩვენ გვინ­და და­ვამ­ყა­როთ არა მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბის ხიდი, არა­მედ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“, – აღ­ნიშ­ნა
ლუ­კა­შენ­კომ, – გუ­შინ ჩვენს უფ­როს ძმას­თან, ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძე პუ­ტინ­თან აფხა­ზე­თის პრობ­ლე­მე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ. ღა­მემ­დე ბევ­რი ვიმ­სჯე­ლეთ ამ სა­კი­თხებ­ზე და მი­ვე­დით ერთ
დას­კვნამ­დე, რომ აფხა­ზე­თის მი­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რათა ეს
აყ­ვა­ვე­ბუ­ლი მიწა, ხალ­ხი, ვინც აქ ცხოვ­რობს, ნორ­მა­ლუ­რად ცხოვ­რობ­დეს“.

“ბე­ლა­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რის აფხა­ზეთ­ში ჩას­ვლის ფაქ­ტი ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს:
ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ახ­ლან­დელ ეტაპ­ზე ახალ ხა­სი­ათს იძენს, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს ახა­ლი
ბიძ­გი მი­ე­ცა. იმე­დი მაქვს, რომ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვალთ აღი­ა­რე­ბამ­დე. არ მინ­და ამ სა­კი­თხზე
წი­ნას­წარ სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ამ დიდ სახ­ლში პირ­ვე­ლი აგუ­რი უკვე და­დე­ბუ­ლია, ფაქ­ტია.
კმა­ყო­ფი­ლი ვარ შეხ­ვედ­რით“, – გა­ნა­ცხა­და ას­ლან ბჟა­ნი­ამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close