Sliderპოლიტიკა

რუსეთი მზად არის მხარდაჭერისათვის, ჩვენ მშვიდად ცხოვრებას არ დაგვაცდიან, ამიტომ, ჩვენ უნდა გავამყაროთ ურთიერთობა მეგობრებთან – ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს

ოკუპირებული აფხაზეთის მედიის მთავარი თემა ბიჭვინთაში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში გამართული შეხვედრაა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ჯერ კიდევ 1996 წლის იანვარში, დსთ-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოში, ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ გაილაშქრა.

„თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ გვაქვს კარგი ადამიანური ურთიერთობები. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ თქვენი ვიზიტით” – განაცხადა ასლან ბჟანიამ და გამოთქვა რწმენა, რომ ბელორუსის პრეზიდენტის ჩასვლა ბიჭვინთაში ახალ ბიძგს მისცემს ორ ხალხს შორის ურთიერთობას.

“ნოსტალგია არასოდეს გვტოვებს. ძველად, ალბათ, 25-27 წლის ასაკში ვიყავი ამ წმინდა მიწაზე. ბუნებრივია, არა როგორც პრეზიდენტი. გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან ვლადიმერ ვლადიმერ პუტინთან. გვიან ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით იმავე დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მოტობა არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ამ აყვავებულ მიწაზე მცხოვრებ ხალხს ჰქონდეს ნორმალურად ცხოვრების საშუალება, – ასე უპასუხა ბჟანიას ლუკაშენკომ.

მისი თქმით: “ჩვენც თქვენნაირი მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვინდა ვიცხოვროთ ჰარმონიაში. და ეკონომიკა, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები უნდა გახდეს ჩვენი ურთიერთობების საფუძველი. აქ სამოთხეა, აქ წმინდა ხალხია და მთავარია, რომ ამ ხალხმა ღირსეულად იცხოვროს. ამიტომ, ჩვენ გვსურს არა მხოლოდ გავდოთ მეგობრობის ხიდი, არამედ დავამყაროთ ძალიან სერიოზული ურთიერთობები“.

ლუკაშენკომ შეხვედრაზე პუტინის მთავარი გზავნილი გააჟღერა:

„რუსეთი მზად არის მხარდაჭერისათვის. ალბათ, დადგა დრო. დღეს, როგორც არასდროს, ვხედავთ, თუ როგორი გახდა სამყარო. ჩვენ მშვიდად ცხოვრებას არ დაგვაცდიან, ამიტომ, ჩვენ უნდა გავამყაროთ ურთიერთობა მეგობრებთან“.

„ჩვენ ამ ვიზიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ. დარწმუნებული ვარ, ის ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას, – განაცხადა ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ ასლან ბჟანიამ, – ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფაქტი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს: ჩვენი ურთიერთობები ამ ეტაპზე ახალ დინამიკას იძენს. ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად მივალთ აღიარებამდე. არ ვისურვებდი ამ საკითხზე წინსწრებით საუბარს, მაგრამ პირველი აგური ამ დიდ საქმის ფუნდამენტში ჩადებულია. მე კმაყოფილი ვარ შეხვედრით, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close