პოლიტიკა

“ჩვენს მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ და „აწარმოე საქართველოში”, „დანერგე მომავალი”, უამრავი სხვა პროგრამა ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის” – ღარიბაშვილი

ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას უნდა ჩავრთოთ

„აწარმოე საქართველოში”, „დანერგე მომავალი” და სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე, უფრო მეტად უნდა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები პირველ ეტაპზე შეიძლება მომსახურების სექტორში დასაქმდნენ და ამასთან, არ არის გამორიცხული, ძალიან ბევრმა შეძლოს და წარმოების განვითარება და ბაღების და ფერმების გაშენება დაიწყოს.

„შემთხვევით არ მიხსენებია პროგრამები, რომელიც ჩამოვთვალე, იქნება ეს აგროკრედიტები, პროგრამები, რომელიც 2013 წელს დავიწყეთ, ჯერ კიდევ ბატონი ივანიშვილის პრემიერობის დროს, შემდეგ „აწარმოე საქართველოში”, „დანერგე მომავალი”, უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე. ჩვენს მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, ეს პროგრამები კარგად გავაგებინოთ, უფრო მეტად გავაფართოოთ, ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, მათ შორის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას. ისინიც უნდა ჩავრთოთ. პირველ ეტაპზე შეიძლება მომსახურების სექტორში დასაქმდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება მივაჩვიოთ ისინი რეალურ წარმოებაში დასაქმებას. არ არის გამორიცხული, რომ ძალიან ბევრმა შეძლოს და დაიწყოს წარმოების განვითარება, ბაღების, ფერმების გაშენება და ა.შ. საქმე, რომელიც დოვლათს შექმნის და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close