პოლიტიკა

“ათასი მადლობა, ყოველდღე მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს” – ღარიბაშვილი

ათასი მადლობა, ყოველდღე მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს. ეს ნამდვილი გმირობაა, რაც ქართველმა ექიმებმა ჩაიდინეს. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, ჩვენზე ბევრად უფრო წინ წასულმა და განვითარებულმა ქვეყანამ უბრალოდ, ვერ გაუძლო ინფიცირებულთა იმ რაოდენობას, რომელიც ჩვენ გვქონდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ექიმების თავდადება მაქსიმალურად დაფასდეს.

„კიდევ ერთხელ, მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად დაფასდეს მათი ეს თავდადება და გმირული შრომა. რა თქმა უნდა, პროცესში ხარვეზები გამოიკვეთა. სისტემა კიდევ უფრო გადაეწყო, ადაპტირდა ამ გამოწვევასთან და ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო მთლიანად ჯანდაცვის სისტემამ. ჩვენ მივიღეთ გაკვეთილები, გამოცდილებაც და ყველაფერზე შესაბამისი რეაგირებაც გვქონდა. პანდემია გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენმა სისტემამ ძალიან ეფექტიანად გაუძლო და მართა ეს დიდი გამოწვევა. დანარჩენი გამოჩნდება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ხარისხიანი მედიცინა, ჯანდაცვა, ჯანდაცვის სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელზეც მთავრობა მუშაობს, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სერვისები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიეწოდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close