საზოგადოება

ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძელზე და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით – ირაკლი კვირიკაძე კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით

„გვექნება ცენზურა კინოში და გადაიღებენ ფილმებს მხოლოდ გარკვეული ადამიანების აზრის თანახმად. ჩემი აზრით, გაქრება კრიტიკული აზროვნება, რაც არის მთავარი იმისთვის, რომ ადამიანები განვითარდნენ და გადარჩნენ. ასევე, გადარჩეს ქვეყანა. ქართული კინო უნდა გადავარჩინოთ ჩვენ. ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძელზე და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და რაც მთავარია – დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს კინემატოგრაფისტებით, ადამიანებით, რომლებსაც ესმით კინო, უყვართ კინო და მთელი ცხოვრება დაუთმეს კინოს, “- ასე გამოეხმაურა მსახიობი ირაკლი კვირიკაძე კინოცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციას.

შეგახსენებთ, ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, რომელსაც მაყურებელი რეზო გიგინეიშვილის ფილმში – “მძევლები”, შესრულებული როლით იცნობს, 2019 წელს ვენის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაზე წარადგინეს.

კვირიკაძემ ნომინაცია სემ ლიტოვჩინის ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში The Passanger შესრულებული მთავარი როლით მიიღო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close