საზოგადოება

„ჩემი ქვეყანა ჯოჯოხეთად იქცა მათთვის! უნდა აიკრძალოს საქართველოში ამ ულამაზესი ჯიშის ძაღლების ყოლა!“

„უნდა აიკრძალოს საქართველოში ამ ჯიშის ძაღლების ყოლა! საქართველო არის მათთვის ჯოჯოხეთი“ -ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს

„გთხოვთ, შექმენით პეტიცია ჰასკებზე და ლაიკებზე ყიდვის/გაყიდვის და გამრავლების და დაჩიპვის შესახებ! უნდა აიკრძალოს საქართველოში ამ ჯიშის ძაღლების ყოლა! გული მტკივა, რომ ვუყურებთ თუ რა დონემდე მივიყვანეთ ეს ულამაზესი არსებები ჩვენს ქვეყანაში! საქართველო ჰასკების/ლაიკების ჯოჯოხეთია! გთხოვთ არ შემომიხტეთ კომენტარებში ლანძღვებით, ლაპლანდიაში ვმუშაობდი ჰასკებთან, მანდ არის მათი სამშობლო, ჩრდილოეთი. საქართველო არის მათთვის ჯოჯოხეთი! გაეცანით ამ ჯიშს რა სჭირდება ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისთვის, დღეში ათეულობით კილომეტრის მანძილზე სირბილი, ულევი ენერგიის ხარჯვა, სიცივე, -20,-40, თოვლი, სწორი კვება, ბუნება. როდესაც ამას ვერ ახერხებთ ჰასკები გარბიან სახლიდან, ხშირად იკარგებიან და თქვენ უეცრად ხვდებით, რომ რთულად მოსავლელია ამ ჯიშის ძაღლი ჯერ მხოლოდ მისი ბეწვის გამო და უპასუხისმგებლო ხალხი უბრალოდ იშორებს ამ ძაღლებს. ისინი სათამაშოები არ არიან! არც ბავშვებისთვის, არც ლამაზი ფოტოებისთვის! ვიცი ზოგი გადაყოლილი იქნება და ცდილობს მაქსიმუმი მისცეს მათ, მაგრამ ეს ერთეულები იქცევიან ასე. გადახედეთ ჯგუფებს, დღეში ათობით დაკარგული, გაგდებული ჰასკების ფოტოებს იხილავთ. გული არ გტკივათ? სინდისი არ გაწუხებთ? მე პირადად განსაკუთრებული კავშირი მაქვს ამ ძაღლებთან, რადგან ველურ პირობებში ვცხოვრობდი მათთან და ეხლა მრცხვენია, თვალებში ვერ ვუყურებ ამ ძაღლებს, მცხვენია თუ რას უკეთებს ჩვენი ხალხი მათ და რომ ჩემი საქართველო ჯოჯოხეთად იქცა მათთვის! გთხოვთ შევქმნათ პეტიცია, დარწმუნებული ვარ ბევრი მოაწერს ხელს! მე ყველა ჰასკის და ლაიკას პატრონს არ ვეხები, ყველამ იცით ვისზე მაქვს საუბარი, და ყველა ძაღლი უნდა იყოს დაჩიპული, რომ ვიცოდეთ ვინ არის პატრონი ვინ გააგდო, ვინ დაკარგა“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close