საზოგადოება

მძიმე ახალი წელი გვექნება – გიორგი ფხაკაძე ეპიდვითარებაზე

სამედიცინო საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ “ღამის კურიერში” საქართველოში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით მისი ადრე გაკეთებული განცხადება გაიმეორა და განაცხადა, რომ ქვეყანას საკმაოდ მძიმე დეკემბრის თვე და ახალი წელი ელოდება.

“მე არაფერი შემიცვლია, როდესაც რაიმეს ვამბობ, მტკიცებულების საფუძველზე ვამბობ, მძიმე ახალი წელი გვექნება, ესეც კიდევ კალკულაციაა, თუ რაღაც ზომები არ იქნა მიღებული სასწრაფოდ, კიდევ უფრო მძიმე იქნება და მე იმედი მაქვს, რომ საღი გონება გაიმარჯვებს,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close