საზოგადოება

ჩემი საქმე შეტანილია… – მიხეილ სააკაშვილი

„სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება, რომელიც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარადგინა, უმძიმესი და საგანგაშოა. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით კატასტროფა გვაქვს.

ჩემი საქმე შეტანილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თავში, რაც უკვე ცალკე შემდგარი უმძიმესი შეფასებაა. ამ თავში ჩემს მიმართ მოპყრობის კონტექსტში არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ხსენებაც კი უმძიმესი დარტყმაა ხელისუფლებისთვის.

ამას გარდა, სახდეპი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პირდაპირ და ცალსახად უკავშირებს ჩემს მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.

დასკვნაში ცალკეა ჩამოთვლილი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, მათ შორის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, კეზერაშვილის საქმეები.

პრაქტიკულად მიწასთანაა გასწორებული სასამართლო ხელისუფლება და მას პირდაპირ უწოდებენ კლანს, რომელიც დგას კორუფციასა და მთავრობის მორჩილებაზე.

დასკვნა ბევრი სხვა მიმართულებითაც უკიდურესად კრიტიკული და მწვავეა და ნათლად იკითხება, რომ “ქართულმა ოცნებამ” (და არა, ქართველმა ხალხმა) უკვე ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close