რეგიონები

ამაშია ჩემი ნამდვილი დანაშაული – ფაშინიანი

მიწების გადაცემით, ალბათ, გადავარჩენდი ათასობით სიცოცხლეს, ხოლო არგადაცემით, ფაქტობრივად, გავხდი იმ გადაწყვეტილების ავტორი, რომელმაც ათასობით მსხვერპლამდე მიგვიყვანა

სომხეთის ეროვნული კრების წინ პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა:

“დამნაშავე ვარ, რადგან 2018-19 წლებში არ გამოვედი საზოგადოების წინაშე და არ განვაცხადე, რომ ყველა ჩვენი ახლო და შორეული მეგობარი ჩვენგან, ამა თუ იმ კონფიგურაციით, აზერბაიჯანისთვის [მთიანი ყარაბაღის] 7 რაიონის გადაცემასა და არცახის (მთიანი ყარაბაღის) სტატუსთან დაკავშირებით ჩვენი დაწესებული თამასის დაწევას ელოდა.

დამნაშავე ვარ, რომ ერს არ ვუთხარი, საერთაშორისო საზოგადოება ცალსახად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ელის ჩვენს მიერ აღიარებასაც, ასევე ელიან, რომ აზერბაიჯანელები, რომლებმაც ყარაბაღი დატოვეს, სრულად იქნებიან ჩართული მთიანი ყარაბაღის მომავლის განსაზღვრასა და მმართველობაში.

დამნაშავე ვარ, რომ არ ვთვქი გარკვევით და ცალსახად, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული სცენარებიც კი არ იყო მისაღები აზერბაიჯანისთვის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ხან პირდაპირ, ხანაც დიპლომატიური გზით, ამბობდნენ, რომ ამ ყველაფრის სომხეთის მხარის მიერ მიღების შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი მათაც მიეღოთ.

ვალდებული ვიყავი ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის წარმედგინა. და ამაშია ჩემი ნამდვილი დანაშაული.

[მიწების] გადაცემით, ალბათ, გადავარჩენდი ათასობით სიცოცხლეს, ხოლო არგადაცემით, ფაქტობრივად, გავხდი იმ გადაწყვეტილების ავტორი, რომელმაც ათასობით მსხვერპლამდე მიგვიყვანა.”

წყარო – ტაბულა

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close