პოლიტიკა

ჩემი თაობიდან ვინც აქციზე მიდით, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ – სამგორის გამგებელი

სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე ფეისქბუზე დაწერა:

„გუშინ ვფიქრობდი დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას. მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ! მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ.“

მოგვიანებით კახა სამხარაძემ სტატუსი წაშალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close