პოლიტიკა

ქმედებები იმედს არ მაძლევს, რომ ხელისუფლება რაიმეს შეცვლის – ბოტკოველი

“ქართველმა ხალხმა საკუთარი თავი თავად წარმოადგინა და ევროპას აჩვენა, რომ ეს ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციას იმსახურებს. ის, რომ ქვეყანას “ქართული ოცნება” მართავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალურად ისინი არიან ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტები. ხელისუფლება თავს იწყნარებს, რომ თურმე აქციაზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი იდგა, მათ შორის “ქართული ოცნების”. აქციაზე გაბრაზებული ადამიანები იდგნენ, ვისაც კარგად აქვს გათავისებული, თუ რას ნიშნავს ის, რომ ხელისუფლება ხელს უშლის იმ პროცესს, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა, მწამდეს, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციების შემსრულებელია, მაგრამ მისი ქმედებები იმედს არ მაძლევს, რომ ხელისუფლება რაიმეს შეცვლის“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close