რეგიონები

შუშის ბორჯომის ბოთლი თავში რამდენჯერმე ჩამარტყა – გორში, პედაგოგი პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელს, გოგი ჩხიკვაძეს გორის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი მანანა ბედოშვილი მძიმე ბრალდებებს უყენებს და ამტკიცებს რომ პოლიციელმა მას წყლით სავსე ბოთლით სცემა.

ტვ მთავარის ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულის შესახებ საქმის კურსშია საგამოძიებო სამსახური და გამოძიებაც დაწყებულია, თუმცა ჩხიკვაძე მაღალ თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს, ბედოშვილს კი პროკურატურას დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია. სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს მფარველები ჰყავს.

შემთხვევა კი მოქალაქესა და პოლიციელს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა.

“შუშის ბორჯომის ბოთლი თავში რამდენჯერმე ჩამარტყა. გამოვიდნენ მისი ცოლი, ორი მუშა, რომლებიც მაკავებდნენ გამოიძახეს პატრული, სასწრაფოს ექიმმა მომცა საბუთი, რომ თავზე აღმენიშნებოდა გემატომები” – ამბობს მანანა ბედოშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close