საზოგადოება

შეჩერდება თუ არა საქართველოდან თელავივში დაგეგმილი ავიარეისები

ისრაელში უკიდურესად დაძაბულია ვითარებაა . თელ-ავივში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ამ წუთებშიც განგაშის ხმა ისმის. მოქალაქეებმა მთელი ღამე ბუნკერებში გაატარეს.

დღეს თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით 19 საათზეა დანიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ რეისი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ისრაელში და რეისი დაგეგმილად შესრულდება.

ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელმაც ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად მუშაობა შეაჩერა, რეისების მიღება ამ დროისთვის უკვე განაახლა. ამის შესახებ ებრაული მედიასაშუალებები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი უკვე ახორციელებს რეისების მიღებასა და გაშვებას.

„დღეის მდგომარეობით, ბენ გურიონის აეროპორტი არის გახსნილი და ჩვენ, „ჯორჯიან ეარვეისი“ შევასრულებთ ჩვენს რეისს თბილისი-თელავივი-თბილისი. 19:10 საათზე მიფრინავს ჩვენი თვითმფრინავი. აქედან მიჰყავს 19 მოქალაქე, იქიდან კი 166 მოქალაქე ჩამოფრინდება“, – განაცხადა „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ.

საქართველო საელჩო კონკრეტულ ინსტრუქციას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს მომენტალური ევაკუაციისა და თავშესაფრის მოძებნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების მასშტაბურ ევაკუაციას, ეს საკითხი, ჯერჯერობით, არ დგას.

“სარაკეტო თავდასხმები გრძელდება და ეს წარმოადგენს ძირითად საფრთხეს. ამ მხრივ, ჩვენ მოწოდება არის, ვისაც შეუძლია რომ დარჩეს სახლში, დარჩეს იქ. თავი შეიკავონ ქალაქებს შორის გადაადგილებისგან, იმიტომ რომ ღია სივრცეში, ტრასაზე გადაადგილების დროს თუკი განგაშის ზარი იქნება და სარაკეტო თავდასხმა, შეუძლებელია იქ თავი რამეს შეაფარო. ქალაქებში ამის შესაძლებლობა არის,” – აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close