საზოგადოება

2 დღეა დადებითი დინამიკა მაქვს, მაგრამ მგონი ახალი სინდრომი გამიჩნდა – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსს თებერვლის შემდეგ ებრძვის სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი კოვიდ ისტორიები!

– ვიცი გაგიხარდებათ და მგონი უკვე შემიძლია ვიფიქრო, რომ 2 დღეა დადებითი დინამიკა მაქვს. ცოტათი ფეხზე ადგომაც დავიწყე და კლინიკაში მორიგ გამოკვლევებზე ჩემი ფეხით წავედი.
– თუ აღარაფერი გართულდა, და იმედია აღარ გართულდება ჩემი ჯადოქარი ექიმების წყალობით, იქნებ სამიოდ კვირაში გამართულმაც კი ვიარო!
– ფრთხილი ოპტიმიზმით იმედიანად ვარ!!!
– ამასობაში ძალიან ბევრი ხალხი გამომელაპარაკა ავერსში, რაც ბუნებრივია მახარებს, მაგრამ მგონი ახალი სინდრომი გამიჩნდა არც ერთი ადამიანი არ მახსოვს ვინც ნახევრად კონსპირაციული ხმით მიყვებოდა როგორ დაღუპეს მსოფლიო მასონებმა და ბოროტებმა. თქვენც ასე ხართ?“ – წერს თინა ხიდაშელი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close