პოლიტიკა

შენ, რასაც ახლა გეტყვით შეიძლება დამაზიანებელი იყოს შენი ქვეყნისთვის, მაგრამ უნდა გააკეთოო, არ გამოვა! – კალაძე

შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება იცავს ქვეყანას და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.

„50/50-ზე ვუყურებ კანდიდატის სტატუსს, შეიძლება მოგვცენ, შეიძლება – არა, თუმცა მაქსიმალურად გამოიყენებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელისუფლების წინააღმდეგ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აშკარად არ არის მათთვის მისაღები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც რაღაცას უბრძანებენ და თავდახრილი შეასრულებენ ბრძანებას. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის ინტერესს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ვართ დამოუკიდებლები, დღესაც ვიბრძვით თავისუფლებისთვის. შესაბამისად, შენ თუ ამას არ გააკეთებ მე დაგსჯი, კატეგორიულად მიუღებელია, არ არის სწორი. ჩვენ მეგობრობაც კარგად ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობაც, არ გვეშლება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას. ჩვენ გვახსოვს საბჭოთა პერიოდი, ბატონები, არ გვინდა, გვინდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვიცავთ ამ ქვეყნის მომავალს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, შესაბამისად, ეს დამოკიდებულება გვინდა პარტნიორების მხრიდანაც. შენ, რასაც ახლა გეტყვით შეიძლება დამაზიანებელი იყოს შენი ქვეყნისთვის, მაგრამ უნდა გააკეთოო, არ გამოვა! რატომ უნდა გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცი, რომ დამაზიანებელია. მაგალითად, სანქციებთან მიერთების საკითხს შევეხოთ, სულელი ხომ არავინაა, ყველა კარგად ხვდება, გლეხი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რაღაცას ქმნის და ამის რეალიზაცია თუ არ მოხდება პირობითად რუსულ ბაზარზე, რუსულ ეკონომიკას დავანგრევთ ამით?! ეს ხომ სისულელეა. სამაგიეროდ დავანგრევთ საკუთარ ეკონომიკას და გლეხს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close