პოლიტიკა

პატივს ვცემ ჩემს წინაპრებს, კულტურას, სარწმუნოებას, ეკლესიას, პატრიარქს. როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობ, ამბობენ – ეს ბნელია? ჩვენ ვართ ბნელები და ისინი არიან გონებაგახსნილები?! – კალაძე

მე მეამაყება ქართველი რომ ვარ, თავაწეული დავდიოდი და დავდივარ ევროპაში. პატივს ვცემ ჩემს წინაპრებს, კულტურას, სარწმუნოებას, ეკლესიას, პატრიარქს. როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობ, ამბობენ – ეს ბნელია? ჩვენ ვართ ბნელები და ისინი არიან გონებაგახსნილები?!, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ადათ- წესებზე, წარსულზე, კულტურაზე – პირიქით, ამით ვართ ევროპაში საინტერესო, რომ ამხელა კულტურის ქვეყანა ვართ, ასეთი მაგარი ხალხი ვართ. იმ დამოკიდებულებით, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ ეს ადამიანები არ ეკუთვნიან ამ ქვეყანას. როდესაც აგენტი ხარ, შეუძლებელია გაატარო შენი ქვეყნის ინტერესი“, – აღნიშნა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close