სამართალი

“შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს ჩემი ერთი სიტყვით და არ მინდა, რომ ხელი შევუშალო“ – ვახტანგ გომელაური ტურისტის მკვლელობის საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს უწყების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ვახტანგ გომელაური შეეხო ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საკითხსაც, რომლის ცხედარიც მთაწმინდის ფერდზე იქნა აღმოჩენილი.

ვახტანგ გომელაურმა  ავსტრალიელი ქალის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა სწრაფად მოხდეს გამოძიება და დამნაშავის დაკავება. შს მინისტრმა დეტალებზე საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ დეტალების გამჟღვანებამ შესაძლოა გამოძიების პროცესი დააზიანოს.

“შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს ჩემი ერთი სიტყვით და არ მინდა, რომ ხელი შევუშალო,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა საქმეში ძალადობის სხვა მსხვერპლებიც, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საქმესთან კავშირში იყო 2 შეტყობინება შესული, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

“ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც, ვერ გეტყვით ზუსტად, შეიძლება სხვა შემთხვევა იყოს,” – აღნიშნა შს მინისტრმა.

მინისტრმა ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დამნაშავე შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს. გომელაურის თქმით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ აღნიშნული პირი საქართველოს მოქალაქეა.

„უფრო ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს, უფრო საქართველოს მოქალაქე – გვაქვს რაღაცები, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით“ – განაცხადა გომელაურმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close