სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე იმყოფება იაკობ ბრეგვაძე.

ბრეგვაძე საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწმედ სახელდება.

ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ ირმა ჭკადუასთან ერთად მივიდა.

ბრეგვაძეს დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შსს-ში გამოკითხვები დილიდან განახლდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close