საზოგადოება

„შარშან ვირუსის ახალი ტალღა ბათუმიდან დაიწყო, ხომ შეიძლება მთავრობამ გაითვალისწინოს, მაგრამ არა, ისევ ყველა შეზღუდვა მოხსნა..“

ორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა.

„ქვეყანა შევიდა მეტად რთულ პროცესში, რადგან „დელტა“ შტამია გავრცელებული. ყველა ქვეყანამ აჩვენა, რომ შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად, ყოველდღე დაახლოებით 2-ჯერ იზრდება და ეს ხდება ყველგან, მათ შორის ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის მოცვა 40-45%-ია, საქართველოში კი სადაც ვაქცინაციის მოცვა ძალიან დაბალია, ასეთი ციფრები იმის მანიშნებელია, რომ ძალიან გაიზრდება შემთხვევები, შეიძლება იმაზე მეტიც იყოს, ვიდრე ოქტომბერში და ნოემბერში, როცა ინფიცირების დღეში 4000-5000 შემთხვევა ფიქსირდებოდა
ამას გარდა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – შეზღუდვები დავივიწყეთ, მაგალითად პირბადე, დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეში მასობრივი თავშეყრა. შარშან ზაფხულში ვირუსის ახალი ტალღა ბათუმიდან დაიწყო, ხომ შეიძლება მთავრობამ გაითვალისწინოს, მაგრამ არა, ისევ ყველა შეზღუდვა მოხსნა. აცრილიც რომ იყოთ, თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ ვირუსი არ დაგემართებათ, სანამ ყველა აცრილი არ იქნება, აცრასთან ერთად სხვა რეკომენდაციებიც უნდა გაითვალისწინოთ“, – აღნიშნა წერეთელმა.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close