სამართალი

„ყველა უნდა განაცდეს, რომ ზურაბიშვილმა შეიწყალოს?! როგორ გისურვოთ, რომ ყველა განაცდეს!!!“

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„მოგეხსენებათ, ცატა ხნის წინ მივმართეთ გენერალურ პროკურორს პრეზიდენტის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ. მივიღეთ პასუხი და ვკითხულობთ, თურმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტებზე (უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე).
ესე იგი, რა გამოდის, მილიონნახევარმა ადამიანმა ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელმაც არა მხოლოდ უთანაგრძო უკვე შეწყალებულებს, არამედ ,,გაჭირვებაში” დაეხმარა კიდეც. ანუ დასკვნა, რატომ ავირჩიეთ სალომე ზურაბიშვილი, ისევ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიის მქონე დამნაშავეები, რომ შეიწყალოს?! ანუ გამოდის ყველა უნდა განაცდეს, რომ შეიწყალოს?! ისე როგორ გისურვოთ, რომ ყველა განაცდეს!!!
არა უშავს, ეგრე ეგონა წინახელისუფლებას ყველაფერი შერჩებოდა (ისე ბევრი რამ შერჩა კიდეც), მაგრამ ხალხმა გაისტუმრა. თქვენი დროც მოვა და პასუხს აგებთ. მოვა ის დრო, რომ სალომეც ლამაზად ალაპარაკდება, თავისი დამახინჯებული ქართულით და იტყვის სიმართლეს….“  წერს ალექსანდრე კობაიძე. 

 

Aleksandre Kobaidze-ს ფოტო.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close