საზოგადოება

ყველა სუპერმარკეტში გამოიყოს ადგილი – ლაშა ღლონტის ინიციატივა შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად

მომღერალი ლაშა ღლონტი სავაჭრო ქსელების მფლობელებს მაღაზიებში „თანაგრძნობის კუთხეების“ გახსნისკენ მოუწოდებს, სადაც ყველა მოქალაქე, სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით, შეძლებს შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს შეძენილი პროდუქტის ნაწილი დაუტოვოს.
„მეგობრებო!!!! ერთი შეხედვით შეიძლება ტექნიკურად უტოპიური აზრი დამებადა, მაგრამ იქნებ გავაკეთოთ.
ყველა სუპერმარკეტში, სადაც საკვებ პროდუქტს შევიძენთ, მფლობელებმა გამოყონ რაიმე ადგილი, სადაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყველას საკუთარი სურვილით და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ექნება საშუალება ნებისმიერი საკვები პროდუქტი მოათავსოს საჩუქრად. ვისაც უნდა მივა და აიღებს. დავარქვათ ამ ადგილს ,,თანაგრძნობის კუთხე” რას იტყვით ეს ხომ ძალიან მარტივია? სავაჭრო ქსელების მფლობელები იმედია გამოგვეხმაურებიან მათგან ხომ მხოლოდ ამ კუთხის მოწყობა დაგვჭირდება და ეს დიდი საქმეა!!!!
იქნებ მოაბას თავი ვინმემ. პირველი მე ვიქნები და ვიცი ყველა სიამოვნებით გააკეთებს ამას ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს გაიხარეთ “ – წერს ლაშა ღლონტი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close