მსოფლიო

არგენტინაში, მარადონას გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

არგენტინაში, პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის, რომლებიც გარდაცვლილი ფეხბურთელის კუბოსთან მიახლოებას ცდილობდნენ, შეხლა-შემოხლა მოხდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დილიდან ბუენოს-აირესის ქუჩებში ათასობით თაყვანისმცემელი თავის რიგს ელოდა ლეგენდასთან დასამშვიდობებლად.

 

პრეზიდენტის სასახლეში Casa Rosada – ში, დამშვიდობების მსურველი ადამიანები შენობაში მოხვედრას მისი დახურვის შემდეგ შეეცადნენ, რასაც პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.

ადგილობრივ ტელევიზიაში აჩვენეს კადრები, თუ როგორ ცდილობს პოლიცია ცრემლსადენი გაზის საშუალებით გულშემატკივრების დაშლას.

 

“ჩვენ ჩუმად ჩავდექით რიგში და მოულოდნელად პოლიციამ რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო. რა სიგიჟეა.. მე უბრალოდ მინდა დიეგოს დავემშვიდობო”, – თქვა სასახლეში მისულმა 35 წლის მამაკაცმა.

დაძაბულობის შესამცირებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დაკრძალვამდე მარადონას კუბოს განსაზღვრული მარშრუტით გაატარებენ, რომ ყველა მსურველმა შეძლოს დამშვიდობება.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close