საზოგადოება

ყველა ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, ვიდრე წინა ნახვაზე, რაც არის მტკივნეული საყურებელი – ედუარდ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი პოზიტიურ სიგნალს უწოდებს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მამამისისთვის გაკეთებულ შეთავაზებას.

ედუარდ სააკაშვილის თქმით, სახელმწიფო ეკისრება პასუხისმგებლობა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე.

​„რაც დააკავეს მამაჩემი, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყველა ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, ვიდრე წინა ნახვაზე, რაც არის მტკივნეული საყურებელი. მე, როგორც მის შვილს, მინდა, რამე გავაკეთოთ, მაგრამ ვართ უძლური. არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან დაკავშირებით. ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არის სახელმწიფო. მათ აქვთ პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე. მე გახარებული ვარ. პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა. ვნახოთ, რა შედეგამდე მივა. როგორც ვიცი, ის აპირებს, რომ დათანხმდეს“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა რუსთავში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close