პოლიტიკა

ვფიქრობ, ქართველი ხალხი ევროპას იმსახურებს, ეს ჩვენი მოსახლეობის არჩევანია – კახა კალაძე

საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2012 წლიდან, მართლაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი – ვფიქრობ, ქართველი ხალხი ევროპას იმსახურებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა თავისუფლებასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული, ევროპა მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტია.

„მესმის, ეს ძალიან რთულია და შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ ბევრი კარგი ნაბიჯია გადადგმული, რეფორმების განსახორციელებლად მზად ვართ.  ისტორიულად ასე იყო, ჩვენ ყოველთვის ევროპის ნაწილი ვიყავით და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ევროპა თავისუფლებასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული, ევროპა მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close