პოლიტიკა

ყველა კადრია აღბეჭდილი და თუ საჭირო გახდება, იმედი მაქვს, გასაჯაროვდება – ოხანაშვილი

მე მექნება შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სადაც ლოგიკურად დავსვამ საკითხს, რომ ამას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და მას შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქმის კურსში. ყველა კადრია აღბეჭდილი და თუ საჭირო გახდება, იმედი მაქვს, გასაჯაროვდება ეს ყველაფერი და ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს, რაზე წამსვლელები არიან ეს ადამიანები. რა გაბედა და იკადრა, როგორი ბინძური პროვოკაცია მოაწყო“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close