პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ვატო წერეთელს მოუწოდებს ანრი ოხანაშვილს ბოდიში მოუხადოს

ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ანრისთან და მის ოჯახთან ინციდენტის მერე, “ტვ პირველმა” იკადრა უკადრებელი და მოძალადე დასვა ეთერში, ამით, სინამდვილეში, ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი და ბინძური თამაშის წესები გაიხადა “სტანდარტად” - "ქართული ოცნების" დეპუტატი

ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ანრისთან და მის ოჯახთან ინციდენტის მერე, “ტვ პირველმა” იკადრა უკადრებელი და მოძალადე დასვა ეთერში, ამით, სინამდვილეში, ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი და ბინძური თამაშის წესები გაიხადა “სტანდარტად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმ მოძალადემ აღიარა დანაშაული და ბოდიშიც მოიხადა, “ტვ პირველს” კი არც შეუმჩნევია ძალადობისა და სიცრუის ტირაჟირების ეს მანკიერი ფაქტი.

„ახლა, ამ ტელევიზიის მენეჯერი ისევ ანრისთან აწყობს აშკარად წინასწარ გამიზნულ და ამორალურ პროვოკაციას იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს იმ უზნეობის გამო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მსგავსი უღირსი ქმედებებით რაიმეს მიღწევა შეიძლება, ძალიან მწარედ ცდება და ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება. ეს საჭიროა, რადგან ვერავინ გაბედოს, ვერც მოძალადე ადამიანების პროპაგანდა და ვერც გინებისა და შეურაცხყოფის ნორმად ქცევა“, – აცხადებს იონათამიშვილი.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და სხვა დეპუტატებს  შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close