Slider

“ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა“ – ამირან გამყრელიძის საგანგაშო პროგნოზი

„ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა, 1,43-მდეა ასული რეპროდუქციის ინდექსი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა – მაინც მაღალი.

„დღეს 37 გარდაცვლილია. ჩვენთვის დაწესებულ შიდა ზღურბლით, დაახლოებით, არის 9 გარდაცვლილი მილიონ მოსახლეზე, ანუ, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 29 გარდაცვლილი. რა თქმა უნდა, არავითარი დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. დაახლოებით, 18 სექტემბრიდან, თანდათანობით, და განსაკუთრებით ოქტომბერში, მცირდება ყოველდღიურ აცრათა მაჩვენებელი. თუ აცრის მაჩვენებლის გაზრდას ვერ მოვახერხებთ, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 640 358 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 603 995, გარდაიცვალა 9 306 პაციენტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close