პოლიტიკა
ბურთი მემჩხირება ყელში… სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს – გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გიგი უგულავას წერილს ასსაჯაროებს, რომელიც ციხეში მყოფ მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა.
მე ავდგები მალე და იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მემჩხირება ყელში ბრაზისგან. დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს.
აბა შენ იცი, იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით როგორც არასდროს”, – წერს გიგი უგულავა.