საზოგადოება

შეაშინეთ ბებიათქვენი – ნინო ნადირაძე

ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს. ღმერთო, რა კუჭზე და დროსტარებაზე ორიენტირებული ხალხია, მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნება, საჭმელს ვერ შეჭამ საშვილიშვილოდო

“ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს. ღმერთო, რა კუჭზე და დროსტარებაზე ორიენტირებული ხალხია”, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნადირაძე არნიშნავს, ამ ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებასა და ენაზე უარის თქმა, მაშინ ნამდვილად იდარდებდა.

“ვიღაც გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს. ღმერთო, რა კუჭზე და დროსტარებაზე ორიენტირებული ხალხია, მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნება, საჭმელს ვერ შეჭამ საშვილიშვილოდო. ეგ თქვენ გადარდებთ, ცაკალელებო. მაგ ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებაზე და ენაზე უარის თქმა, მაშინ ნამდვილად ვიდარდებდი. რა ცუდად მიცნობთ. შეაშინეთ ბებიათქვენი”, – წერს ნინო ნადირაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close