მსოფლიო

ჰომოსექსუალიზმი დანაშაული არ არის. დიახ, ეს ცოდვაა – რომის პაპი

პონტიფექსმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ჰომოსექსუალიზმის მიღება და პატივისცემა და არა მათი მარგინალიზაცია და დისკრიმინაცია. „ყველანი უფლის შვილები ვართ და ღმერთს ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ“, - დასძინა მან.

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმი დანაშაული არ არის, კანონები კი, რომლებიც ლგბტქ-საზოგადოების კრიმინალიზაციას ახდენს, უსამართლოა. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჰომოსექსუალიზმი დანაშაული არ არის. დიახ, ეს ცოდვაა. მაგრამ მოდით დასაწყისისთვის ცოდვა და დანაშაული ერთმანეთისგან განვასხვაოთ. ერთმანეთისადმი მოწყალების არ გამოვლენაც ცოდვაა“, – განაცხადა ფრანცისკემ.

პონტიფექსმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ჰომოსექსუალიზმის მიღება და პატივისცემა და არა მათი მარგინალიზაცია და დისკრიმინაცია. „ყველანი უფლის შვილები ვართ და ღმერთს ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ“, – დასძინა მან.

ფრანცისკემ აღნიშნა, რომ მის ხედვას ყველა კათოლიკე მღვდელი არ ეთანხმება, რაც, მისი აზრით კულტურული კონტექსტით არის განპირობებული. მისი თქმით, კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებულ უსამართლო კანონებთან ბრძოლა და ასეც უნდა მოიქცეს.

რომის პაპ ფრანცისკეს არაერთხელ გამოუხატავს ლგბტქ-საზოგადოებისადმი მხარდაჭერა, მათ შორის გააკეთა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისადმი მხარდაჭერა. „ჰომოსექსუალებს ოჯახის შექმნის უფლება აქვს. ისინი უფლის შვილები არიან. გვჭირდება კანონები სამოქალაქო კავშირების შესახებ, რათა ამგვარად მათი უფლებების დავიცვათ“, – განაცხადა ფრანცისკემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close