საზოგადოება

ღია სივრცეში პირბადის ტარება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებელი იქნება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ გაუარესებულია.

მისივე თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, თუ რა დამატებითი ზომები უნდა გატარდეს და გაიცეს რეკომენდაციები, რათა ვირუსის გავრცელების შეკავება მოხერხდეს.

ამირან გამყრელიძემ პანდემიის დამარცხების გზაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა, მათ შორის ვაქცინაციისთვის აქტიურობა და აუცილებელი რეკომენდაციების სათანადოდ დაცვა.

„ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს საბჭოზე განვიხილეთ, არის აცრების მეტად გაინტენსიურება, ასევე პირბადის მაქსიმალურად ტარება – მანდატურულად დახურულ სივრცეებში, ხოლო ღია სივრცეებში იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება.

მთავარი არის დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა, ეს იქნება ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, ყველაფერი შესაბამისად პრევენტირებული უნდა უნდა იყოს. ამასთან, აუცილებელი იქნება საზღვარზე დამატებითი კონტროლი, ასევე ადგილების მობილიზება, განსაკუთრებით სასტუმროებში. დღე კიდევ სხვა დავალებები გაიცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ მობილიზდეს შესაბამისი რაოდენობის ოთახები, რათა ადამიანებს როგორც ინფიცირებულს, ასევე მათ კონტაქტში მყოფებს, ვისაც არ აქვს სახლში იზოლირების პირობები, სახელმწიფომ იზრუნონ მათ იზოლირებაზე, რათა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს

„ინფიცირების ამგვარი მატება უკავშირდება როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას. რაც შეეხება კითხვას, ვაპირებთ, თუ არა მკაცრ „ლოკდაუნს“, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close