საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – „დელტა პლუსის“ შემთხვევები გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში, კორონავირუსის ახალი მუტირებული ვარიანტის, „დელტა პლუსის“ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„დღეს, საქართველოში, კოვიდინფიცირების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი, უკვე „დელტა“ შტამითაა გამოწვეული. მათ შორისაა ე.წ. „დელტა პლუსი“, რომელიც ლუგარში უკვე სეკვენირებითაა დადასტურებული. რამდენიმე მეთოდით ხდება დიაგნოსტირება. ჩვენ გვაქვს ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან გადმოცემული PCR-ის ნაკრები, რომელიც, ცალკე, „დელტასაც“ იჭერს, მაგრამ ეს უნდა დადასტურდეს სეკვენირებით. „დელტა პლუსს“ აქვს ერთი დამატებითი მუტაცია. ასეთი უკვე ორი შტამია და ორი კვირაა, მსოფლიო ბაზაშიც ატვირთულია, რომ საქართველოში დადასტურებულია „დელტა პლუსი“. ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისევე, როგორც „დელტა“, ისიც ადვილად გადამდებია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელში კორონავირუსის, ახალი შტამის, დელტა პლუსის 10 ახალი შემთხვევიდან შემთხვევათა უმეტესობა საქართველოდან ჩასულ ადამიანებზე მოდის.

ამ ეტაპზე უცნობია კიდევ უფრო გადამდებია თუ არა დელტა პლუსის შტამი, ვიდრე სხვა შტამები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close