პოლიტიკა

ღარიბაშვილს მივმართავ და ვეტყვი, რომ ხელისუფლება შეიცვლება გაცილებით სწრაფად, ვიდრე მას წარმოუდგენია – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მან მოლდოვის არჩევნების მოდელის დაინერგვასთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც პრემიერი ამბობს: „ყველა არჩევნები დასრულებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს“.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ იმუშავებენ, რათა საარჩევნო თვალსაზრისით, დიდი გარღვევები იყოს.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ და ვეტყვი, რომ ხელისუფლება შეიცვლება გაცილებით სწრაფად, ვიდრე მას წარმოუდგენია და თავის სავარძელს გაცილებით სწრაფად დაკარგავს, ვიდრე წარმოუდგენია, რადგან ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ განცხადებებს, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოება არ აპატიებს. დასავლური ინტეგრაცია არის გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ. რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ვიმუშავებთ, რათა საარჩევნო თვალსაზრისით, დიდი გარღვევები იყოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close