პოლიტიკა

ცდილობენ რაღაცნაირი ტექნიკური საშუალებებით ახალი ელექტორატი იპოვონ ქვეყნის გარეთ – ჰერმან საბო ენმ-ის შესახებ

ნიკა მელიას განცხადება შესაძლოა, მხოლოდ იმაზე მიუთითებდეს, რომ შიდა პოტენციალს ვეღარ ხედავს, რითაც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობამ“ თავისი ელექტორატი გაზარდოს, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ელექტორატი არ გამოჩნდება, თუ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიას არ ექნება სხვა იდეა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.

„ახალ ელექტორატს ქვეყნის შიგნით ვერ პოულობენ და ცდილობენ, რაღაცნაირი ტექნიკური საშუალებებით ახალი ელექტორატი იპოვონ ქვეყნის გარეთ, მაგრამ ეს ახალი ელექტორატი ვერ გამოჩნდება თუ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიას არ ექნება სხვა იდეა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიის სტრატეგიაზე საუბრობს. ნიკა მელია აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმის მიზანი არჩევნებამდე მისვლაა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი მოლდოვის მაგალითზე ამახვილებს ყურადღებას და საპრეზიდენტო არჩევნებზე მაია სანდუს გამარჯვებაში კონკრეტული, პარტნიორი ორგანიზაციების წვლილზე აკეთებს აქცენტს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close