პოლიტიკა

ღარიბაშვილმა 10 მლნ ლარი გამოყო არარსებული შენობის საცურაო აუზის მშენებლობაზე

23 მილიონი ლარის სამუშაოები როგორ მიიღო სახელმწიფომ, ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე, ბათუმის სტადიონზე?! რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაში 3 მილიონი ლარის სამუშაოები საერთოდ არ ფიქსირდება და ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე განხორციელდა. ამ ყველაფერს საუბრობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეს არის დადასტურებული კორუფციის ფაქტი, დღეს ღარიბაშვილი უნდა იკითხებოდეს პროკურატურაში - რეზო ხარაზი

“ნაციონალურმა მოძრაობამ” აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი გამართა, სადაც შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიის 2020-2021 წლის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. პარტიაში ამბობენ, რომ გამოიკვეთა არასწორად დაგეგმილი და კორუფციული პროექტები.

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, კონკრეტული განკარგულებების გამო პროკურატურაში ახლა პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თორნიკე რიჟვაძე და სხვები უნდა იკითხებოდნენ.

“ახლა უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ, ამ მთავრობის შენობაში მსხდომი ადამიანები წლების განმავლობაში როგორ იპარავდნენ ჩვენი ხალხის ფულს. დღეს უკვე უნდა იყოს დაწყებული და ახლა უნდა იკითხებოდეს ღარიბაშვილი ამ განკარგულების გამო, სადაც მან 10 მლნ ლარი გამოუყო არარსებული შენობის საცურაო აუზის მშენებლობაზე და დღეს უნდა ჰქონდეს ბათუმს საცურაო აუზი და არ აქვს. 23 მილიონი ლარის სამუშაოები როგორ მიიღო სახელმწიფომ, ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე, ბათუმის სტადიონზე?! რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაში 3 მილიონი ლარის სამუშაოები საერთოდ არ ფიქსირდება და ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე განხორციელდა. ამ ყველაფერს საუბრობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეს არის დადასტურებული კორუფციის ფაქტი, დღეს ღარიბაშვილი უნდა იკითხებოდეს პროკურატურაში”, – თქვა რეზო ხარაზმა. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close